ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულები კლინიკაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან.

მისივე განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პაციენტებს კლინიკაში დააბრუნებენ.

„გასული 24 საათის განმავლობაში, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი შემოიყვანეს, სამი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ერთი პაციენტი საჩხერის სამედიცინი ცენტრშია გადაყვანილი, რადგან შვილსაც დაუდასტურდა და დედა-შვილი გადაყვანილია. დღეს დილისთვის 115 პაციენტია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, ოღონდ მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის.

სხვა განყოფილებაში 20 პაციენტს აღენიშნება პნევმონია სხვადასხვა ხარისხის და მიმდინარეობს ანტიბიოტიკური თერაპია“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, საკარანტინო სივრცეში მხოლოდ ის პაციენტები გადაჰყავთ, რომლებმაც კლინიკაში ერთი კვირა დაყვეს, ჩივილები არ ჰქონდათ და საჭიროებენ მხოლოდ მონიტორინგს.

„კლინიკაში ბათუმის სამშობიარო სახლის სამი თანამშრომელი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორს საერთოდ არანაირი ჩივილები არა აქვს, სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს და ერთს პნევმონია აღენიშნება“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო