აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა

აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, არსებულ ათ ადგილს, ორი - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ.

აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

„მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ: N1 პოლიკლინიკა ; N4 პოლიკლინიკა; საოჯახო მედიცინის ცენტრი; თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი; ევექსის ბათუმის ამბულატორია.

ასევე დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი არის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე",- აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა