თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელისგან კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ამის შესახებ ცნობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით. აქ ხდება როგორც ცხელების ცენტრის ფუნქციონირება, ასევე კოვიდინფიცირებულების შესაბამისი მკურნალობა. აღჭურვილობა სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. დღეიდან უკვე ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც, მსუბუქი სიმპტომებისა და სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებების არქონის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიება და თავშეყრა. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით. ჩვენ ახლა გვმართებს, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტურად და ძალიან მალე შევძლოთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 18 პაციენტი სასტუმროს კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არის გადაყვანილი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 112 პაციენტი გადის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა