ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მიზნობრივი ტესტირება გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ პირთა დადგენის მიზნით, კვლევები გრძელდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს,

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი არსებული ვითარების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა. მან რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერს დაავალა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების მაქსიმალური კონტროლი.

„ამ ეტაპზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა და ველოდებით უკვე ჩატარებული ტესტირების პასუხებს. დადგენილია კონტაქტები მუნიციპალიტეტის 4 სოფელში და ამ დრომდე აღებულია 121 პირის ბიოლოგიური ნიმუში. პასუხების ნაწილი საღამომდე გვეცოდინება, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან ერთად მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეპიდვითარების ეფექტურად კონტროლისთვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ და მკაცრად დავიცვათ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული მოთხოვნები. ვთხოვ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დავიცვათ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება“,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

„ცაგერში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებისთანავე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრისა და ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ 4 სოფელში დაიწყო მიზნობრივი ტესტირება და მასობრივი თერმოსკრინინგი. ამ დრომდე, სამ სოფელში - ლაჯანაში, სპათაგორსა და ორბელში მოძიებული კონტაქტების 121 ნიმუშია გადაგზავნილი კვლევისათვის ლაბორატორიაში, რომელთა პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული შემთხვევებიდან ყველა თბილისში გამართულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო