ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყაროსა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

„სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3987

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა