რუსთავში დასაქმებულ მძღოლებს, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ

რუსთავში დასაქმებულ მძღოლებს, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, „პისიარ“ ტესტირება უკვე 75 მძღოლს ჩაუტარდა.

„მოგეხსენებათ, მძღოლების გადაადგილებისა და კონტაქტების ინტენსივობა, ამიტომ გადაწყდა, რომ ეს პროცესი კონტროლქვეშ იყოს. გატესტილი 75 მძღოლიდან, ყველა უარყოფითია კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, სხვადასხვა მოქმედ ხაზზე რუსთავში 500 მძღოლია დასაქმებული, ყველას მოვიცავთ და ყველა გაიტესტება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბეგაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მძღოლებისთვის გარკვეული პერიოდულობით „პისიარ“ ტესტირების ჩატარება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა. მისივე განცხადებით, წელს ტრადიციული „რუსთავქალაქობა" მასშტაბურად აღარ აღინიშნება და ძირითადად, ონლაინ კონფერენციებითა და შეხვედრებით შემოიფარგლებიან.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას გატარებული პრევენციული ღონისძიებები, ჩვენ დავიწყეთ შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებული მძღოლების „პისიარ“ ტესტირების მეორე ეტაპი. ამასთანავე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წელს, ტრადიციული „რუსთავქალაქობა" იმ მასშტაბით ვეღარ აღინიშნება, როგორც გასულ წლებში, თუმცა გაიმართება ონლაინ კონფერენციები დამეგობრებულ ქალაქებთან და მცირე მასშტაბის სხვა სახის ღონისძიებები", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღეს, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა