ბათუმში კორონავირუსზე ტესტირების მიზნით გახსნილ კარვებსა და პოლიკლინიკებში დილიდან რიგებია

ბათუმში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების მიზნით გახსნილ კარვებსა და პოლიკლინიკებში დილიდან რიგებია.

მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნიმუშებს აბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ისინი აცხადებენ, აჭარის რეგიონში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გამოიკვეთა და დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, უფასო ტესტირებას მიმართავენ.

"ახლახანს ბათუმის ბულვარში გახსნილ კარავთან მოვედი. მინდა ჩავაბარო ნიმუში და დავრწმუნდე, რომ საფრთხე არ მემუქრება და ოჯახის წევრებიც უნდა გაიტესტონ. ყოველდღე ამ რაოდენობის ინფიცირება, აჭარის რეგიონისთვის მეტისმეტად დიდია და ვთხოვ, ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს ჩაიტარონ ტესტირება",- აცხადებს ნანული ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა