„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირების გამო, საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

ლევან გოგიჩაიშვილის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი” პაუზას იღებს. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდათ.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი.

ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს. უპირველესყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია ბუნებრივია პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა. აქვე გიდასტურებთ, რომ იმ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ინიციატივით ჩატარდა: 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა