ანონსი 10 სექტემბერი

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისების სქემა.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდში „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ქართული ოცნების“ ე.წ ზონდერების თაობაზე, რომლებიც უკვე აქტიურად და უხეშად ერევიან „ლელოს“ საარჩევნო კამპანიაში.

მის: ნინო რამიშვილის 2

საკონტაქტო: 577 624 445

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს

თემა: პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება

მის: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, განცხადებას გააკეთებენ პატიმრების დედები , რომლებმაც 8 სექტემბერს ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

საკონტაქტო: 598 549 484

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები მედეა მეტრეველი და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ფიქრია ჩიხრაძე, ლანა გალდავა და გიგლა მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავენ.

თმა: პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების თაობაზე საქართველოში UNICEF-ის მიერ ბავშვთა სიღარიბის საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, ცესკოსთან, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ცესკოს მიერ პარტიისთვის შექმნილი წინასაარჩევნო შეფერხებების თაობაზე, ბრიფინგს გამართავს.

​მის: ცესკო, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე - 599 85 47 22

10 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 სექტემბერს, 15:00 საათზე, „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის ოფისთან ლერი ხაბელოვის უკანონო გეგმებისა და შექმნილი კრიზისის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მის: მაჩაბლის 11

საკონტაქტო: 577624445

10 სექტემბერს, 15:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი, ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აფხაზეთის მთავრობის პასიურობა დევნილთა განსახლების საკითხებში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?!

მის: ყაზბეგის 47

საკონტაქტო: 557 494 724

10 სექტემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ კვლევის „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მ.კოსტავას ქუჩა N14

10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

მის: მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე.

10 სექტემბერს, 21:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის ეზოში, საქართველოში ისრაელი საელჩო, ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტულ პლატფორმასთან, კირკე / Circe -სთან და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, წარმოადგენს მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის - მისტერ გაგა / Mr. Gaga ჩვენებას.

მის: მიხეილ ზანდუკელის 16.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა