ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ მეხანძრე-მაშველთან კონტაქტში მყოფი 11 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ მეხანძრე-მაშველთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა გრძელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, დღეს კიდევ კონტაქტში მყოფი 11 პირის ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა.

,,დღეს კვლევები გავაგრძელეთ და კიდევ 11 კონტაქტირებული აღმოვაჩინეთ. საერთო ჯამში, მეხანძრესთან კონტაქტში მყოფთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ახლების ნიმუში დღეს იგზავნება ლაბორატორიაში და პასუხი გვიან ღამით ან ხვალ გვეცოდინება. თვითონ პაციენტი მიდის აბსოლუტურად უსიმპტომოდ. ბოლო პერიოდში, თითქმის 80% პაციენტებისა ძალიან მსუბუქად მიდის ან აბსოლუტურად უსიმპტომოდ. ამდენად, შესაძლებელია შიდა გადაცემები გვაქვს. ფაქტია, რომ ეპიდკვლევით ჯერჯერობით არაფერი არ არის გამოვლენილი, ხვალაც გავაგრძელებთ და ვნახოთ, რა შედეგამდე მივალთ", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს