ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტი სკოლის თანამშრომელია

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტი სკოლის თანამშრომელია. ის ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა. საშუალო ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა