აჭარაში კორონავირუსი სარიტუალო დარბაზის თანამშრომელს დაუდასტურდა, სადაც 300-კაციანი ქორწილი ჩატარდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ინფიცირებული პირი სამსახურში ბოლოს 3 სექტემბერს იმყოფებოდა, როდესაც 300 კაციანი ქორწილი გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტს ეპიდემიოლოგები სწავლობენ და სარიტუალო დარბაზის თანამშრომელთა ტესტირება იგეგმება.

"ინფიცირებული პირი კლინიკაშია მოთავსებული. სარიტუალო დარბაზს გაეცა რეკომენდაციები და სპეციალისტები ფაქტს სწავლობენ. ჩვენ ვგეგმავთ ყველა თანამშრომლის ტესტირებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით",- აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო