ზუგდიდში, „ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, "ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პარტიის ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა და მას კითხვები დაუსვეს.

მოსახლეობის თქმით, მათ ხაზარაძესთან პრობლემები ჰქონდათ, როგორც ბანკირთან.

ამასთან, მათი განცხადებით, ხაზარაძე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა.

ინციდენტი მალევე ამოიწურა.

აღნიშნული ინციდენტის თაობაზე კომენტარი გააკეთა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, პროვოკაცია ხელისუფლების მიერ არის მართული.

"დღეს, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ძალიან ეშინია ჩვენი სიძლიერის, ძალიან ეშინია გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ძალის, რასაც "ლელო" ჰქვია, მიუხედავად პანდემიისა მოგვიგზავნა ააიპ-ის თანამშრომლები და შეეცადნენ ცრუ ბრალდებებს, რომელიც ისმის წლების განმავლობაში ჩემს მიმართ. განსაკუთრებით ეს გააძლიერეს ბოლო თვეებში. ვითომ, ამის საფუძველზე უნდათ პროვოკაციების მოწყობა. ბუნებრივია, მათ ძალიან წყნარად ავუხსენი, ეს ყველაფერი, თუმცა მერე ისინი გადავიდნენ კონფლიქტში. სამწუხაროდ, პატრული არ იყო ახლომახლოს. პოლიცია მერე გამოჩნდა, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეეშვით შანტაჟს, შეეშვით ჩვენს წევრებზე თავდასხმებს, ეს უკვე რამდენიმე ადგილას მოხდა. სუს-ს მოვუწოდებ, ყველას მოგეთხოვებათ! ჩაეხსენით განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსმენას და დევნას, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ, იქნება სხვა საქართველო, რომელიც იქნება თავისუფალი ადამიანების, იქნება განვითარებაზე ორიენტირებული, იქნება სიმდიდრეზე და განვითარებაზე და გაერთიანებაზე ორიენტირებული", - განაცხადა ხაზარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს