ნინო ბურჯანაძე - თუ ასე გაგრძელდა ინფიცირებულთა მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, არჩევნების გადადებაზე უნდა ვიფიქროთ

თუ ასე გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ ვითარებაში არჩევნების გადადება, ლეგიტიმური მოთხოვნაა.

„ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ. ხელისუფლებას ახლა აწყობს არჩევნები, ამიტომ შეეცდება სხვადასხვა მექანიზმებით არჩევნები არ გადადოს. ოპოზიციას იმედი გვქონდა, რომ პანდემია არ გამწვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვართ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში და ქვეყანამ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა, ვხედავ, რომ მაგალითად, ბათუმი და აჭარა მნიშვნელოვანწილად დაკეტილია, სადაც მე და ჩემს პარტიას გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერები. ჩემი მცირე სამშობლო, ლეჩხუმი ჩაკეტილია, 4 სოფელში კორონავირუსზე ტესტები ტარდება. ახლა აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, თქვენს კოლეგასაც აღმოაჩნდა ტვ „პირველზე“.

თუ ასე გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე. ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ადგილზე ჰყავს პოლიცია, სუს-ი, კუდ-ი, გამგეობა და ა.შ. პირდაპირ, ვერტიკალით აძლევენ დავალებებს ქვეშევრდომებს, ხოლო ოპოზიცია მოკლებულია ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას. ჯერ ვერ გეტყვით, ამავე აზრზე არიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები, ამ ორი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ფრაგმენტული საუბრები მქონდა. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზციური ჩატი და ამ ჩატში დავიწყებთ თემის განხილვას. არ გამოვრიცხავ ამას საგანგებო შეხვედრაც მივუძღვნათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე: როდისთვის უნდა გადაიდოს არჩევნები? - ბურჯანაძემ უპასუხა, რომ „ეს კორონავირუსზეა დამოკიდებული“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა