რომის პაპი აცხადებს, რომ არავინ უნდა ეძიოს ეკონომიკური ან პოლიტიკური სარგებელი კორონავირუსის პანდემიისგან

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ არავინ უნდა ეძიოს ეკონომიკური ან პოლიტიკური სარგებელი კორონავირუსის პანდემიისგან და რომ ვაქცინების შემქმნელებმა ის არ უნდა განიხილონ მხოლოდ, როგორც მომგებიანი საქმიანობა.

პაპმა ოთხშაბათის ტრადიციულ აუდიენციაზე ისიც აღნიშნა, რომ პანდემიამ ყველას ბიძგი უნდა მისცეს საერთო კეთილდღეობის შექმნისთვის იმუშაონ.

„კრიზისი, რომელშიც პანდემიის გამო ვცხოვრობთ, ყველას ეხება. კრიზისი უკეთეს ადამიანებად გვაქცევს, თუკი ყველა საერთო კეთილდღეობისკენ ვისწრაფით. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ პარტიული ინტერესების გაღვივებას, მაგალითად, არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარი თავისთვის სურს შესაძლო გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ვაქცინის შექმნა და მერე სხვებისთვის მიყიდვა. ზოგი კი ეკონომიკური და პოლიტიკური გახლეჩვის წაქეზებით იღებს სარგებელს, იწყებენ, ზრდიან ან ამწვავებენ კონფლიქტებს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მისივე თქმით, პანდემიაზე და მისით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისზე ქრისტიანული რეაგირება სიყვარულზეა დაფუძნებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა