ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომლებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით PCR ტესტი ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსი სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან პაციენტები და მედპერსონალი კონტაქტში არ ყოფილა.

„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩვენ ზედმიწევნით ვიცავდით და ვიცავთ ყველა იმ აუცილებელ წესსა და რეკომენდაციას, რაც აუცილებელია კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დღემდე ჰოსპიტალში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ თანამშრომელს-დამლაგებელს.

ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალს არ მიეკუთვნება, ის ყოველ მეოთხე დღეს მუშაობდა და შეხება არ ჰქონდა არც პაციენტებთან და არც მედპერსონალთან.

ინფიცირებული უკვე გადაყვანილია ცხელების ცენტრში. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოვლენილია და იზოლაციაში იმყოფება.

ტესტირება ოპერატიულად ჩაუტარდა სამედიცინო პერსონალს, რომელიც სისტემატურად გადის ტესტირებას ვირუსზე, ჰოსპიტლის შენობაში ჩატარდა სრული დეზინფექცია ყველა წესის გათვალისწინებით.

ჩვენ ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ვასრულებდით და ვასრულებთ დაკისრებულ მისიას-ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს პაციენტებსა და პერსონალს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

ამჟამად ჰოსპიტლის ყველა სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას",- აცხადებენ კლინიკაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს