ზუგდიდის სოფელ ინგირში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, შუახნის მამაკაცი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება უძღოდა.

დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

" 112 სამსახურის მიერ კლინიკაში შემოიყვანეს, შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ქალა ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ფუძის მოტეხილობა. თავის ტვინის შეშუპება. სასიცოცხლო ჩვენებებით გაიყვანეს ოპერაციულ ჩარევაზე. ამის შემდეგ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადმოიყვანეს.

მდგომარეობა არის მძიმე, კომატოზური. იმყოფება მართვით სუნთქვაზე",- აცხადებენ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო