გიგი წერეთელი - ყველა შეხვედრაზე მოსახლეობისგან მესმის, რომ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის თქმით, დღეს საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია, სოფლებში არის მძიმე ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს ახალ, განვითარების იმპულსს ქვეყანაში.

„საარჩევნო შეხვედრებზე ყველასგან მესმის, რომ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო ოქტომბერში. არსებული ვითარების შენარჩუნება, ხელისუფლების და მათი აქტივისტების გარდა, არავის სურს. ადამიანებს სამუშაო და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ, წყალს შორიდან ეზიდებიან, ბევრ სოფელში საშინელი გზებია, პენსია და სოციალური დახმარება ყველაფერზე გაზრდილი ფასების გამო არაფერში ჰყოფნით, მუდმივი ვალები მძიმედ აწევს თითქმის ყველა ოჯახს.

ამავდროულად ხედავენ არასწორად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებს და უყურადღებობას ადგილობრივი ხელისუფლების, რომელთაც ახლა მხოლოდ საარჩევნო ხმები აინტერესებთ. დაუცველობას და უიმედობას გრძნობს უმეტესობა. ამიტომ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს ახალ, განვითარების იმპულსს ქვეყნისთვის და ისევ საინტერესოს გახდის საქართველოს მსოფლიოსთვის.

დაბალი გადასახადები, მცირე ბიუროკრატია, სანდო სასამართლო, საზოგადოების დაცული უფლებები, საშუალებას მოგვცემს სწრაფი ეკონომიკური წინსვლის და სიღარიბის შემცირების”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა