ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ინფორმაციით, სადარბაზოში მრიცხველების ყუთს გაუჩნდა ცეცხლი.
"მრავალბინიანი კორპუსის სადარბაზოში მრიცხველების კარადას გაუჩნდა ცეცხლი, არსებული ინფორმაციით. დროულად გამოცხადდა სამაშველო ბრიგადა, მოხდა ცეცხლის სრული ლიკვიდაცია, ასევე მოხდა მოსახლეობის დროული ლიკვიდაცია" , - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია.