ბათუმში, მშობლებმა სასწავლო პროცესის სექტემბერში განახლების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებმა ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ხელმოწერებს აგროვებენ საქართველოს განათლების მინისტრის მიმართ, რადგან სასწავლო პროცესი ქობულეთსა და ბათუმში სექტემბერში განახლდეს.

მათი თქმით, პანდემიის მიუხედავად, რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას აგრძელებენ და აღნიშნულთან შედარებით სკოლებში ჰიგიენა და უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, რაზეც სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ონლაინ სწავლების წინააღმდეგი არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არაეფექტურია.

"მოსწავლეებს დაბალ კლასებში ონლაინ სწავლა უჭირთ, აუცილებელია, რომ საკლასო ოთახში მიიღონ განათლება. სკოლებში ჰიგიენის ნორმები უნდა იყოს დაცული და არავინ არ დაინფიცირდება. დაინფიცირების საფრთხე რესტორნებსა და კაფე-ბარებში უფრო არის, სადაც არ უფრთხილდებიან წესებს. მოვითხოვთ სასწავლო პროცესის განახლებას",- აცხადებენ შეკრებილები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს