აშშ-მ ჩინეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს ვიზა გაუუქმა

აშშ-მ ჩინეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს ვიზა გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულების ფარგლებში მიიღეს, რომელიც იმ სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებსაც ჩინეთის სამხედრო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევენ, აშშ-ში შესვლას უკრძალავს.

„8 სექტემბრის მონაცემებით, დეპარტამენტმა ჩინეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც პრეზიდენტის 10043 პროკლამაციას ექვემდებარებოდნენ, ვიზა გაუუქმა,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქმე ეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 29 მაისის პროკლამაციას, რომელიც ქვეყანაში იმ სტუდენტებისა და მკვლევარების შესვლას ბლოკავს, რომლებსაც ჩინეთი აშშ-ის სენსიტიური ტექნოოლოგიური და ინტელექტუალური საკუთრების ხელში ჩასაგდებად იყენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი წესების განხორციელება 1 ივნისიდან დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა