გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, ანა კალანდაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, ირაკლი გამრეკელის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, დიდგორის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობა, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი დიღმის, უდაბნოს მონასტრის, ქედის, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ) და დავით თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, ზღვისუბნის ასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ლევან რჩეულიშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, თერჯოლის, ქერჩის, ტაძრის და სხირტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ირაკლი აბაშიძის, მიხეილ თამარაშვილის, წყნეთის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის და რომის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა