შალვა კერესელიძე - საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მომდევნო წლებში, რეგიონში მდებარე ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემები სრულად მოგვარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

კერესელიძის თქმით, დუშეთში არსებულ სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება და პარალელურად ორი ბაღი შენდება.

სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სახელფასო პოლიტიკის გადახედვას, რაზეც შალვა კერესელიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვინდა, რომ რეგიონში არსებული საბავშვო ბაღები სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ და საჭიროების შემთხვევაში ავაშენოთ კიდეც. რაც შეეხება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასებს, ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა