ბორჯომის მერია - სოფელ ჭობისხევთან, სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, არქეოლოგიურ მასალებსა და არქიტექტურულ ნაგებობებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან ირინა ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო.

„ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო და საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს, რომელიც დაგეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა