მარინა ეზუგბაია - ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება და ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები უბრალოდ მონაცემების მატებაა და მეორე ტალღა მოსალოდნელია ზამთარში, როდესაც სეზონური ინფექციების Covid 19-თან თანხვედრა მოხდება.

მისივე თქმით, დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შიდა ტურიზმთან არის დაკავშირებული.

„ეს არ არის მეორე ტალღა, მეორე ტალღა იქნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა კოვიდ 19-თან, შემდეგ იქნება მეორე ტალღაზე საუბარი მოსალოდნელი. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს შიდა ტურიზმთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება და ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია ასეულობით არ დაგვეწყოს შემთხვევების ზრდა და როგორმე არსებული შემთხვევების რაოდენობის შეკავება გვჭირდება. ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, რეგულაციები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, პირბადის გამოყენება დახურული სივრცის გარდა ღია სივრცეშიც საჭიროა, სადაც დისტანცირება შეუძლებელია.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა