ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა” გლდანის რაიონში, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ 3 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე სატუმბო სადგური მოეწყო.

სამუშაოების შედეგად ავჭალა 2-ის დასახლების 400-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.

პროექტში ჯივიპიმ 270 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა