კორონავირუსის შემთხვევის გამო, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველის დაინფიცირება გახდა.

60 წლის ქალს კორონავურუსი გუშინ დაუდასტურდა, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის 32-ე სკოლის თანამშრომელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა