გიორგი გახარია მოსახლეობას მიმართავს, როგორც კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგძნობენ, მაშინვე აკრიფონ 112 და მიმართონ ექიმს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თვითმონიტორინგის ხარისხი გააძლიეროს და კორონავირუსის ინფექციის პირველივე სიმპტომებზე 112-ზე დარეკოს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ჰიგიენის ნორმები და ატაროს პირბადე.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თვითმონიტორინგის ხარისხი გააძლიეროს. როგორც კი პირველად სიმპტომებს ვიგძნობთ, მაშინვე ავკრიფოთ 112 და მივმართოთ ექიმს. გარწმუნებთ, რომ ამის შემდგომ არანაირი პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა იმ ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. თუმცა, ელემენტარული ყოველდღიური წესები, პირბადის ტარება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, დისტანცია - ეს ის ნორმებია, რომელიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთდ იქნება. ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება და ჩვენი ეკონომიკის გაჩერება“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა