აჭარაში 16 ადამიანის დაინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ტესტირება როგორც კარვებში, ასევე პოლიკლინიკებში ჩაიტარეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შემთხვევათა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს და ძირითადად ისინი ოჯახური კონტაქტებია. ეს გახლავთ ხოფას სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული შემთხვევა, საოჯახო კონაქტები მაქვს მხედველობაში და 16 კონტაქტია უცნობი, მათ შორის კარანტინში ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და აგრეთვე წინა დღეს დაანონსებულ უცნობ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტები. პაციენტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 არის. 18 პაციენტი, რომელსაც კლინიკური გამოვლინება არა აქვს და არის მინიმალური სიმოტომატიკის მქონე, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ისინი 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ესენი არიან პირები, რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში და მერვე დღეს, თუ კი მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, საკარანტინო სივრცეში გადაგვყავს, მე-12 დღეს კი პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ და 24-საათიანი შუალედით თუ განმეორებითი ტესტირებით ისევე უარყოფითია, ისინი დატოვებენ და გადავლენ თვითიზოლაციაში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც არ სჯერა ადამიანს, მას არ აწუხებს არაფერი და ლაბორატორიული დასკვნა კი ეუბნება, რომ ის არის დადასტურებული.

ამასთან, ერთი იყო დადასტურებული საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელი და იმასთან აფელირებული შემთხვევა, ასევე სამშობიარო სახლის თანამშრომლის ოჯახის წევრები.

ჩვენ გუშინ ლოკალური ტესტირება გავაფართოვეთ. ეს იყო სამშობიარო სახლი, სამშენებლო კომპანია „ნოვა", „ელიტელექტრონიქსი“ და სახელოვნებო სკოლა, ამ ეტაპზე თვითონ ამ დაწესებულებათა მენეჯერებმა და ამ ადამიანებმა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, აქტიურად თანამშრომლობენ ეპიდემიოლოგებთან და ორგანიზებაში გვეხმარებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ტესტირება და გამოკვლევა ყველა კონტაქტირებული პირის",- აღნიშნა მან.

ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, 1500-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

მისი თქმით, მოქალაქეები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ და PCR ტესტებს იტარებენ.

რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გაფართოებული კვლევა უკვე 5 ლოკაციაზეა შესაძლებელი, ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ პოლიკლინიკებს მიმართონ.

მისივე თქმით, მოქალაქე ტესტის ჩაბარების შემდეგ სამი დღის განმავლობაში ვალდებულია, თვითიზოლაციაში დარჩეს და პასუხს დაელოდოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა