აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - სარიტუალო დარბაზებში წესის დაცვა, პირბადეების ტარება უგულებელყოფილია

აჭარაში სარიტუალო დარბაზებში წესების დაცვა და პირბადის ტარება უგულებელყოფილია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. იგი ბათუმში სარიტუალო დარბაზებში გამოვლენილ კორონავირუსის შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში სარიტუალო დარბაზებში დაინფიცირებული პირები ინფორმაციას მალავენ.

„ჩაღრმავებული გამოკითხვის დროს არც ერთი არ აფიქსირებდა სარიტუალო დარბაზში ყოფნის ფაქტს, გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და უკვე ასახელებენ სარიტუალო დარბაზებს, თარიღებს. აქამდე პაციენტები არ ამბობდნენ, ვფიქრობ, რომ წესის დაცვა პირბადეების ტარება უგულებელყოფილია სარიტუალო დარბაზებში და ალბათ ამას უკავშირებდნენ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, გახდნენ ყველაფრის დამრღვევები. ახლა როდესაც ეპიდსიტუაციის გართულება დაიწყო, ალბათ უფრო ჩათვალეს საჭიროდ რომ დაეფიქსირებიათ ეს პოზიცია. სარიტუალო დარბაზებში დაინფიცირებულ შემთხვევათა რიცხვი დაზუსტებული არ არის ",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა