კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დაიკეტა

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დაიკეტა. როგორც ამავე სკოლის დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სკოლის დაკეტვის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც პედაგოგს დაუფიქსირდა.

პედაგოგის ინფიცირების წყარო უცნობია.

ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის 10 თანამშრომელი, ხელმძღვანელთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ჩვენს ერთ თანამშრონელს კორონავირუსი დაუფიქსირდა, რის გამოც 10 ადამიანი თვითიზოლაციაში ვართ. გუშინვე ავიღეთ ტესტები, ველოდებით ტესტების პასუხს. ყველანი თავს კარგად ვგრძნობთ. აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დაკეტილია, არავინ არ არის შენობაში. ჩვენი თანამშრომელი 16 ინფიცირებულთა შორის არის, ვისი დაინფიცირების წყაროც უცნობია“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო