ამირან გამყრელიძე - გლობალურად, ახალი კორონავირუსის ვირულენტობა შემცირებულია

გლობალურად, ახალი კორონავირუსის ვირულენტობა შემცირებულია“, -ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი არ იკლებს.

„გლობალურად ეპიდსიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ დაძაბულია. პანდემია ფართომასშტაბიანია. 28 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, 900 000-ს გადააჭარბა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა, თუმცა, ყოველდღიურად იკლებს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. გაზაფხულზე, რაც გვქონდა 7% , ჩამოვიდა 3.3%-ზე. გლობალურად ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი არ იკლებს.

საკმაოდ დაძაბულია ეპიდვითარება რეგიონში, ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებთან, დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში აღმავალია კვლავ ინფექცია, ზოგი უწოდებს მეორე ტალღას, ზოგი კი ამბობს, რომ პირველი ტალღა გრძელდება. თვითონ ინფექციის და ვირუსის ვირულენტობა, როგორც ჩანს, მაინც შემცირებულია.

ეს განპირობებულია ორი მიზეზით, შეიძლება ზაფხულში შემცირდა ვირულენტობა მისი ბიოლიგიური ციკლიდან გამომდინარე, ან სამედიცნო პერსონალმა უკეთსად ვისწავლეთ დაავადების მართვა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა