ბათუმის 22-ე სკოლა დაიკეტა, ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის 22-ე სკოლა დაიკეტა. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი რუხაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. დირექტორის თქმით, პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში პრევენციის მიზნით, სკოლის თანამშრომლები გამოკვლევებს იტარებენ.

„დღეს დილით ჯანდაცვის ცენტრმა მაცნობა, რომ ჩვენს თანამშრომელს - ერთ ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ, ინფიცირების წყარო უცნობია, იგი პარასკევის შემდგომ სკოლაში არ ყოფილა. როგორც კი აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდა, ყველა თანამშრომელი ტესტებს იტარებს, სკოლა დავკეტეთ და შევაჩერეთ ყველა პროცედურა. ვემზადებით სადეზინფეციო სამუშაოებისთვის. ჯანდცვის სამინისტროს რეკომენდაციით ვიმოქმედებთ. პედაგოგი პარასკევს ჩვეულებრივად იმყოფებოდა სკოლაში, იმ დროს მშობლები და მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან",- განაცხადა ბათუმის 22 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი რუხაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს