გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

„ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნეს გაერთიანებაა და ბიზნესის ინტერესების დამცველი. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში,’’- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრდამჭერი პროექტების ხელშეწყობის დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან.

„მსოფლიო პანდემიის ფონზე, პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევრო პალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება“, - აცხადებს პერტაია.

„ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას. საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა