ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სექტორი ადვილად მართავს კორონავირუსის შემთხვევების ამ რაოდენობას

დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სექტორი ადვილად მართავს კორონავირუსის შემთხვევების ამ რაოდენობას, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა საკარანტინო სივრცეებში ჰოსპიტლებს განტვირთავს.

“კიდევ ერთხელ ხაზ ვუსვამ, რომ შემთხვევების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სექტორისთვის, ჯანდაცვის სექტორის მზაობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში.

ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ 8 თვის განმავლობაში. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცის სექტორი ადვილად მართავს შემთხვევების ამ რაოდენობას.

ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება მსუბუქი შემთხვევების, ძირითადად საკარანტინო სივრცეებში მართვის კლინიკაში დიაგნოსტიკის შემდეგ. ეს საკმაოდ განტვირთავს თვითონ ჰოსპიტლებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა