14 სექტემბერს, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

14 სექტემბერს, პოლიტიკური პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი გუნდის პროპორციული სიისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ,,სოციალ-დემოკრატები“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარებს არ წარადგენს. გია ჟორჟოლიანმა, მოუწოდა ამომრჩეველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს ნებისმიერი მაჟორიტარობის კანდიდატს, გარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი განაყოფებისა.

„საპარლამენტო არჩევნებზე პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მხოლოდ პროპორციული სიით წარდგება. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით: ,,პარლამენტის შემადგენლობის 80% პარტიული სიებით დაკომპლექტდება, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, საპარლამენტო მუშაობას, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა