ჰუალინგის, ფოთის და თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შორის შეხვედრა გაიმართა

დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ჰუალინგის, ფოთის და თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან“ აცნობეს, შეხვედრა გაიმართა საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტი წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების - FDI Center, Conway, Inc. და Heritage Consulting საქართველოში პირველი გაცნობითი ტურის ფარგლებში. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა, რომელმაც შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა ჰუალინგის თიზ-ში ოპერირების უპირატესობებზე და ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ წარმატებულ ინდუსტრიულ პროექტებზე.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საერთაშორისო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ასევე უშუალოდ თიზ-ების საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას“, - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი, გიორგი როგავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა