ზესტაფონში რამდენიმე ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და კვალითის დასახლებაში - მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ 3 კმ-იან საავტომობილო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოში შესასვლელები და გარე განათება. ასევე, მოხდება ტროტუარების და სანიაღვრეების მოწესრიგება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა