„ელიტ ელექტრონიქსის“ ბათუმის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

„ელიტ ელექტრონიქსის“ ბათუმის ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალის თანამშრომელს Covid 19 დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუფიქსირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა.

ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია.

შესაბამისად, ბათუმელ მომხმარებლებს ამ პერიოდის განმავლობაში სასურველი ტექნიკის შესაძენად შეუძლიათ მიმართონ ჩვენ მეორე ფილიალს გორგილაძის 94-ში.

ამასთან, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა