ბათუმის პორტში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის პორტში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი მეირამხან ადილხანოვი ჟურნალისტებთან აცხადებს, პორტის თანამშრომლებს ტესტირება რეგულარულად უტარდებათ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ჩვენს თანამშრომელს „კოვიდ 19 " დაუდასტურდა. მოვისმინე ერთ-ერთი მედიასაშუალებით ინფორმაცია, რომ თითქოს ორი ინფიცირებულია პორტში. ეს არ არის სიმართლე. ვიმეორებ, მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ვმუშაობთ სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში. არ გვაქვს არანაირი მიზეზი სამუშაოს შეჩერების. ჩვენ ყველა თანამშრომელს რეგულარულად უტარდება ტესტირება.

თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება, ვიდრე სამჯერ არ ჩაიტარებენ „პისიარ“ ტესტირებას, სამსახურში ვერ დაბრუნდებიან.

პორტი მუშაობს სტაბილურად და პორტში სამუშაოების შეჩერება არ იგეგმება", - განაცხადა მეირამხან ადილხანოვმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით