სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობით ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები შესუსტდა

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან“ აცნობეს, ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რეგიონში დღის მეორე ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გავრცელდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის და თელავის რაიონები.

„123 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 35 მმ-მდე მერყეობდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 15:49-დან 19:52- საათამდე ღრუბლის მასები სამ ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 120 ერთეულამდე რაკეტა. დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარაკეტო დამუშავების შედეგად რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება მოხერხდა და სეტყვის მოსვლა ძირითადად სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა