კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევიდან, 2 რუსთავში დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების 57 დადასტურებული შემთხვევიდან, 2 რუსთავში დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი რუსთავის ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალია.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთის - მედპერსონალის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება მეორეს, მისი ინფიცირების წყარო ცნობილია და ბათუმს უკავშირდება, ახალგაზრდა ქალი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა, მისი კონტაქტების წრე დიდი არ არის", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კოვიდინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა