ბოლნისის მერია - ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ტურისტული ლოკაცია შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისვლა დამთვალიერებლებს ახლა უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარე განათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

„რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ქვეშის ციხემდე მიმსასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა. ვიზიტორებს ისტორიულ ძეგლამდე მისვლა, ახალა უკვე კომფორტული ქვაფენილიანი გზით შეუძლიათ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასალად ადგილობრივი ბაზალტია გამოყენებული, რაც მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებს უფრო მძლავრად მუშაობის საშუალებას აძლევს და ამით ადგილობრივი ეკონომიკაც ვითარდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა