გიგი უგულავა ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, დევნილების დასახლებას ესტუმრა და დევნილების პრობლემები მოისმინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ერთ-ერთი დევნილის მარინა გაბისონიას თქმით, ის გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს, არ აქვს კომუნალური საჭიროებები,ხოლო მთავრობა ყურადღებას არ აქცევს.

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს დევნილების სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრება, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„მორიგი არაადეკვატურობის პიკია ეს შენობა, ჯანდაცვის სამინისტროს ჰგონია, რომ აქ ხალხი არ ცხოვრობს და ეს შენობა დალუქულია. ეს ის პარალელური და ვირტუალური რეალობაა, რომელსაც უყვებიან ივანიშვილს ,თუმცა სინამდვილე სხვა არის. აქ, ხალხი უკვე 30 წელიწადია ცხოვრობს და რეგისტრირებული კიდევ უფრო ბევრია. ხალხი ცხოვრობს სიდუხჭირეში მათ ოჯახებთნ ერთად და ბუნებრივია ამ ადამიანების წუხილი, რომ სახლები, რომლებიც გვერდით გვარამიას ქუჩაზე შენდება, ნაწილდება არასამართლიანად. ზოგადად, ერთადერთი საკითხია, რომელიც არც გადადებას ითხოვს და რომლის ტემპიც უნდ იყოს ასმაგი. ყველაზე სწრაფად რაც ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს და დაახლოებით 2 წელია საჭირო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წამოყვება ნებისმიერ ნორმალურ მთავრობას იმ წინადადებაზე, რომ კომპაქტურად ჩასახლებების ეპოქა დასრულდეს და დევნილის სტატუსი იყოს მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი და დევნილის ბავშვი არ იზრდებოდეს სხვა ბავშვთან განსხვავებულ გარემოში. ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, სწრაფად მომუშავე მთავრობა, რომელსაც ქართული საზოგადოება აირჩევს ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო