„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესიდან“ აცნობეს, ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ.

„გალის რაიონის დასახლება საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის შპს „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელი. ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადმოყვანილი არიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის,“ როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

2020 წლის 12 მარტიდან შპს „ენგურჰესი“ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი საგანგებოდ შედგენილი განრიგით ხელმძღვანელობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები სამსახურში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში ცხადდებოდნენ. მათ ყოველდღიურად უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო ნიღბებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, შეზღუდული რაოდენობით მათი ადგილზე ყოფნა კი დისტანცირების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო მასშტაბებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური პრევენციის გარანტია არ არსებობს და შესაბამისად, ამისგან დაზღვეული არავინ არის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ენგურჰესის“ სრულყოფილ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა