ცესკო - „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების  წესი დაარღვია, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოში გადაიგზავნება

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი დაარღვია.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, ცესკოს ადმინისტრაციამ პარტიის მხრიდან გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა, რასთან დაკავშირებითაც გამოვლინდა დარღვევები.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.

„ჩვენ მოგვმართა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით, არსებობდა შესაბამისი ვადები, ცესკოს თავმჯდომარის დავალებით შესაბამისმა სამსახურმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. 10 - დღიანი ვადა იყო ამისათვის, დღეს გაიმართა ცესკოში ზეპირი მოსმენა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ზეპირ მოსმენაზე იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, ასევე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები - ისინი, ვინც კონკრეტული საჩივრის ავტორები იყვნენ. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ვინაიდან, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დარღვეული იყო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი. ეს არის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სანქცია განიხილება 79-ე მუხლით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და ის მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პარტია უნდა დაჯარიმდეს თუ არა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა