აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

აჭარაში გიდების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდებისთვის დროებითი დასაქმების პროექტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტი, რომელშიც რეგიონში მოქმედი 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული, ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, გიდების დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს კოვიდის პერიოდში სერვისების უსაფრთხოდ გაწევასთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციებს. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში.

გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ანხორციელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის, თინათინ ზოიძის განცხადებით, გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ გიდების მხარდაჭერას. პროგრამის პირველ ეტაპზე მათ კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩავუტარეთ და გადავეცით კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები. ახლა კი ვიწყებთ დასაქმების პროგრამას, რომელშიც 25 პროფესიონალი გიდია ჩართული.

ჩვენი მიზანი პანდემიის პირობებში მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა და ამავდროულად, კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის ინფორმაციული მხარდაჭერაა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიცვათ სტანდარტები და ვუზრუნველყოთ ერთმანეთის უსაფრთხოება. გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მზაობას პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ უმასპინძლონ ტურისტებს. ჩვენ გიდების მხარდაჭერის პროგრამას ამით არ ვასრულებთ და ეტაპოპრივად მათ, სხვადასხვა პროექტებს შევთავაზებთ,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძემ.

მათივე ინფორმაციით, გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა სწორად უზრუნველყონ კერძო სექტორის ინფორმირება. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე ისინი PCR ტესტირებას ჩაიტარებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა