ლევან ვარშალომიძე - მე ბათუმში გამარჯვებისთვის დავბრუნდი - 31 ოქტომბერს დასრულდება „რუსული ოცნება"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საკარანტინო სივრცე დატოვა. ლევან ვარშალომიძეს საკარანტინო სივრცესთან მხარდამჭერები დახვდნენ.

როგორც აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი უკრაინიდან „რუსული ოცნების" დასასრულებლად ჩამოვიდა.

ვარშალომიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

„საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვები, რათა ყველამ ერთად "რუსული ოცნება დავამარცხოთ. მე ბათუმში დავბრუნდი გამარჯვებისთვის. ჩვენს ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ ყველაფერი დააპაუზა, დააკონსერვა და გააჩერა, ასე გაგრძელება არ შეიძლება.

დავივიწყოთ წყენა და დღეიდან, ხელს ვუწვდი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის ყველას, რათა ყველამ ერთად გავაგრძელოთ ბათუმის და ქვეყნის მშენებლობა.

ძირითადი გამოწვევა მაინც არის სიღარიბე, ამ გამოწვევის დაძლევის კონკრეტული გეგმა, ჩვენს გუნდს აქვს და ამას აუცილებლად წარვუდგენ თითოეულ ბათუმელს და თითოეული ბათუმელის მხარდაჭერაც გვინდა, რათა ერთად გავაგრძელოთ მშენებლობა.

ჩვენ ერთად შევძელით ბათუმის სასწაულის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გავაკეთებთ.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი გეგმების და პროგრამის შესახებ განაცხადა და ჩვენაც მხარს ვუჭერთ. ამას აუცილებლად განვახორციელებთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ.

31 ოქტომბერს დასრულდება „რუსული ოცნება", 31 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ქართველ ხალხთან ერთად ქვეყნის შენებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს