გოჩა ენუქიძე - ვხელმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატის ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

,,უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით,“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო