ზვიად შალამბერიძე - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენელბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რეგიონული საბჭოს სხდომაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.

ინფორმაციას სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა